ეკატერინე ტიკარაძე : დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად მობილიზებულია 4639 ადგილი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად მობილიზებულია 4639 ადგილი. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, იმ საავადმყოფოების ბაზაზე, რომელიც კოვიდ პანდემიის მართვაშია ჩართული, არის რესურსი, რომ დამატებით 6616 საწოლის მობილიზაცია მოხდეს.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ასევე არსებობს გარკვეული გეგმა, რომ დამატებით 15 საავადმყოფო ჩაერთოს.

„ალბათ, ვაკვირდებით გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობას, რაც მოსალოდნელი იყო, ვინაიდან მაღალი დაინფიცირების ფონზე, მუდმივად მატულობს გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვიც. დღეის მონაცემებით, 2075 პაციენტი არის კოვიდ ნეგატივი, შესაბამისად, გამოჯანმრთელებული. ქვეყანაში დადებითი შემთხვევა გვაქვს 1709. ამ ეტაპზე ჰოსპიტალებში მკურნალობას გადის 4209 პაციენტი. მობილიზებულია 4639 ადგილი. იმ საავადმყოფოების ბაზაზე, რომელიც ჩართულია კოვიდ პანდემიის მართვაში, ესაა 57 საავადმყოფო, ჩვენ გვაქვს რესურსი, დამატებით მობილიზაცია გავუკეთოთ 6616 საწოლს. ასევე არსებობს გარკვეული გეგმა, რის შედეგადაც შეგვიძლია ჩავრთოთ კიდევ დამატებით 15 საავადმყოფო, შესაბამისად 2 ათასზე მეტი საწოლფონდით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა : ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის, სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ იფიქრონ ძალადობრივ სცენარებზე
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი : გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 075 პირი