ნათია მეზვრიშვილი : გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 075 პირი

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 709 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 709 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი „კოვიდ- 19“-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 35 567-ს.

როგორც გუშინდელ ბრიფინგზე აღინიშნა, გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 075 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 16 904-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 20 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში – შვიდი ადამიანი, აჭარაში – ცხრა, იმერეთში – ორი, მცხეთა-მთიანეთში ერთი და კახეთში ერთი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 273 გარდაცვალების შემთხვევა“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 445 თბილისში გამოვლინდა, 437 – აჭარაში, 388 – იმერეთში.

„დღეს გამოვლენილი 1 709 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში – 437, იმერეთში – 388, ქვემო ქართლში – 32, შიდა ქართლში – 125, გურიაში – 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 151, კახეთში – 40, მცხეთა-მთიანეთში – 12, სამცხე-ჯავახეთში – 44, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 364. 4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 106, აჭარაში – 696. მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში – 255, აჭარაში – 78. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი – მათ შორის, თბილისში – 70, აჭარაში – 29. 2 346 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 826 – აჭარაში, ხოლო 1 234 – თბილისში. 11 809 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, კლინიკური მართვის ახალი მოდელის შესაბამისად.

საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 324 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 683, აჭარაში-1 649.

სულ 6-28 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 9 728 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 074 ადამიანი, საიდანაც თბილისში – 3 764 პირი, აჭარაში – 11 190, იმერეთში – 4 024“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად მობილიზებულია 4639 ადგილი
შემდეგი სტატიაკორონავურისის ერთი ახალი შემთხვევა მარტვილში