ნათია თურნავა : ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის, სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ იფიქრონ ძალადობრივ სცენარებზე

ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის, პრაქტიკულად სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ იფიქრონ ძალადობრივ სცენარებზე, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას. ამას ასახავს ყველა ობიექტური კვლევა და მოსახლეობის განწყობა. ამის რწმენის საფუძველს გვაძლევს არა მხოლოდ კვლევები, არამედ ყოველდღიური შეხება მოსახლეობასთან. მე და ჩემი კოლეგები, პრემიერ-მინისტრი, გუნდის სხვა წევრები მუდმივად ვხვდებით რეგიონებში მოსახლეობას. მოსახლეობა ხედავს გაკეთებულ საქმეებს, ხედავს, ვინ არის პასუხისმგებლიანი ძალა და დარწმუნებული ვართ, კვლავ ნდობის მანდატს მოგვანიჭებს.

რაც შეეხება ოპოზიციის განწყობებს, ეს არის სწორედ იმის გამოხატულება, რომ ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის. მათ პრაქტიკულად სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ იფიქრონ ძალადობრივ სცენარებზე, რაც დამახასიათებელია რადიკალური ოპოზიციისთვის. აქედან გამომდინარე, არის ეს მზადება. რა თქმა უნდა, ეს იქნება აღკვეთილი ჩვენი მხრიდან. მოსახლეობას არ სჭირდება რევოლუციები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : საარჩევნო უბნებზე ყველა ნორმა დაცულია, შეგვიძლია, თამამად მივიდეთ და არჩევანი გავაკეთოთ
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე : დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად მობილიზებულია 4639 ადგილი