ეკა მიშველაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს მოამზადებს

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს მოამზადებს. ჟურნალისტმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის დიერქტორისგან მიიღო წინადადება, შეცვლილი ფორმატით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს წაყვანის თაობაზე. მიშველაძის ინფორმაციით, გადაცემა ეთერში სავარაუდოდ, 2016 წლის იანვრიდან გავა.
“რა ცვლილებები იქნება შეტანილი, მონახაზი უკვე მაქვს. გადაცემა უფრო ანალიტიკური იქნება. მის ფორმატზე კი, მიმდინარეობს მსჯელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან. მიხარია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სტანდარტების ერთგული დარჩა”, – აღნიშნა ჟურნალისტმა.
მისი ინფორმაციით, ბოლო ორი დღი სგანმავლოაბში, ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები ჰქონდა, მათ შორის გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს შეხვდა.
ეკა მიშველაძეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე თოქ-შოუ “პირველი სტუდია” მიჰყავდა. გადაცემა მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან დახურეს. ამის მოტივად კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველმა, ბასა ჯანიკაშვილმა მიშველაძისა და “თავისუფალი დემოკარტების” ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის ქორწინება დაასახელა.
“მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა” – ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის მრჩევლმა, ბასა ჯანიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,თავისუფალი დემოკრატები” პარტიიდან კადრების გადინებაზე კომენტარს აკეთებენ
შემდეგი სტატიასახელმწიფომ ვახუშტი მენაბდის სასარგებლოდ 4 500 ევროს გადახდის ვალდებულება აიღო