,,თავისუფალი დემოკრატები” პარტიიდან კადრების გადინებაზე კომენტარს აკეთებენ

“თავისუფალი დემოკრატების” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი ტაბიძემ პარტია დატოვა.
ამ ინფორმაციას ადასტურებენ “თავისუფალ დემოკრატებში”, თუმცა ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. პარტიაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ტაბიძემ “თავისუფალი დემოკრატები” რამდენიმე ხნის წინ დატოვა.
ამასთან, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანში “თავისუფალი დემოკრატების” პარტია აღარ არსებობს. დღეს ქუთაისში, “ქართული ოცნების” ოფისში, ვანის საკრებულოს “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილმა წევრმა, რომან თვალაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პარტია რამდენიმე დღის წინ ყველა წევრმა დატოვა.
მისი განმარტებით, “თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკურ გზას ემიჯნებიან, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობის” ინტერესებს ემსახურება. რომან თვალაბეიშვილის განცხადებით, საკრებულოს წევრები, რომლებიც “თავისუფალ დემოკრატებს” წარმოადგენდნენ, ჯერჯერობით დამოუკიდებელ დეპუტატებად რჩებიან.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულების სამინისტრო ტყავის სამეულის შეძენაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაეკა მიშველაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს მოამზადებს