ეკა ხერხეულიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობაზე უარი განაცხადა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე უნდა აერჩიათ. აღნიშნულ პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ეკა ხერხეულიძე იყო წარდგენილი, თუმცა მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ თანამდებობის დაკავება არ სურს და თანახმაა, ის სხვა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზონ.

ეკა ხერხეულიძის განცხადების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე უფრაქციო დეპუტატის, გიორგი გახარიას გუნდის წევრის, ანა ბუჩუკურის კანდიდატურა დაასახელა.

აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა სავარაუდოდ კომიტეტის სხდომის დასასრულს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ელჩი საქართველოში: შეხვედრაზე დავადასტურეთ ძლიერი იმედგაცრუება…ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო
შემდეგი სტატიაგაბუნია: პედიატრიული საწოლების დამატება დაგვჭირდა