გაბუნია: პედიატრიული საწოლების დამატება დაგვჭირდა

“გასული 2-3 დღის მანძილზე ჩვენ მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც მიუთითებს ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მესამე ტალღის განმავლობაში იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და მოგვიხდა დამატებით საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება და ამ შემთხვევაში მთავარი გადაწყვეტა არის ისევ და ისევ ვაქცინაციის პროგრამა. ყველას ინტერესია, რომ ვაქცინაციის პროგრამა განხორციელდეს შეფერხების გარეშე.”- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

 

დღეს, 13 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიეკა ხერხეულიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა