საფრანგეთის ელჩი საქართველოში: შეხვედრაზე დავადასტურეთ ძლიერი იმედგაცრუება…ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო

განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, მოვუწოდეთ მთავრობას, დაადასტუროს თავისი ვალდებულება, დაიცვას ყველა, მათ შორის უმცირესობები და პრესა, – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა შს მინისტრთან გუშინ გამართული შეხვედრის შეფასებისას.

„დიპლომატებს გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გვქონდა. დავადასტურეთ ძლიერი იმედგაცრუება თბილისში 5 ივლისს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო.

განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, ჩვენ მოვუწოდეთ მთავრობას, დაადასტუროს თავისი ვალდებულება, დაიცვას ყველა, მათ შორის უმცირესობები და პრესა“, – წერს დიეგო კოლასი „ტვიტერში“

banner
წინა სტატიაშიუწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებმა პროტესტი გამოხატეს
შემდეგი სტატიაეკა ხერხეულიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობაზე უარი განაცხადა