ეკა გაგუამ „რუსთავი2“ პროტესტის ნიშნად დატოვა

რუსთავი 2-ს ჟურნალისტები ტოვებენ. გუშინ 9 საათიან კურიერში საგანგებო განცხადება გააკეთეს დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, რის შემდეგაც მათ არხი დატოვეს და კურიერის მაუწყებლობა შეწყდა.

„მე როგორც კურიერის ერთი რიგითი ჟურნალისტი ნოდარ მელაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აღვიქვამ როგორც ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევას. როგორც მცდელობას გამაჩუმონ. არ მათქმევინონ სიმართლე. არ მალაპარაკონ ამ მთავრობის და პირადად ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებებზე. ვინც არ უნდა დადონ, ზუსტადაც დადონ ნოდარის ადგილზე ის იქნება ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელი, მედია ცენზორი და რუსთავი 2 ის დამანგრეველი“ – წერს ეკა გაგუა.

რამდენიმე წუთის წინ ნიკა გვარამიამ გაავრცელა განცხადება, რომ ახალი არხისთვის შენობა და ფული აქვს.

გუშინ, 20 აგვისტოს, პაატა სალიას მიერ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლდა.

სალიას პრესკონფერენციის დასრულებისთანავე მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების შესახებ პაატა სალიას ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგო.

არხიდან გათავისუფლებული ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან ქიბარ ხალვაში არ უყვარს.

არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ სამსახურიდან კიდევ რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდება.

არხის მთავარმა ტელეწამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა რუსთავი2 პირდაპირ ეთერში დატოვეს.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ გასაკვირი არაფერია.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: ვისაც უნდა პატასალია რჩება, ვისაც თავისუფლება – მოდის
შემდეგი სტატია,,ის რასაც რუსთავი 2-ზე ვუყურებთ არის ქრესტომატიული მაგალითი ავტორიტარიზმისკენ მიმავალი სახელისუფლებო მანქანის”