,,ის რასაც რუსთავი 2-ზე ვუყურებთ არის ქრესტომატიული მაგალითი ავტორიტარიზმისკენ მიმავალი სახელისუფლებო მანქანის”

,,ის რასაც რუსთავი 2-ზე ვუყურებთ არის ქრესტომატიული მაგალითი ავტორიტარიზმისკენ მაღალი სიჩაქრით მიმავალი სახელისუფლებო მანქანის. ძალიან სამწუხარო და ცუდი პროცესია ეს, კიდევ უფრო ცუდი ამბების მაჩვენებელი. იმის მიუხედავად ვის რა ემოციები, განცდები და მოლოდინები გვქონდა რუსთავი 2-დან, ვის როგორ ტელევიზიად მიგვაჩნდა ის რომ დღეს კურიერი არ გადის ეთერში ზუსტად ისეთივე კატასტროფაა როგორც ის დილა იყო იმედის ქრონიკა რომ ვერ გავიდა ეთერში. კიდევ ერთხელ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვის მოგვწონდა ვის არა, ვინ უყურებდა და ვინ არა.
იმათთვის ვისაც არ გახსოვთ მე ის ადამიანი ვარ წლების მანძილზე უბრალოდ დაბლოკილი რომ იყო იმ ეთერში გამოჩენისგან, მაგრამ სრულიად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამას”-აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი

banner
წინა სტატიაშიეკა გაგუამ „რუსთავი2“ პროტესტის ნიშნად დატოვა
შემდეგი სტატია„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ყოფილი ხელმძღვანელი ძალიან უხეშად აბულინგებს – დიმიტრი ცქიტიშვილი