გვარამია: ვისაც უნდა პატასალია რჩება, ვისაც თავისუფლება – მოდის

ნიკა გვარამიას თქმით, ახლადდაფუძნებულ არხზე “მთავარი არხი” თანამშრომლებთან კონტაქტების გაფორმებას ორშაბათიდან დაიწყებს.

რ2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ფეისბუქზე დაწერა:

“მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები – არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა – რ2-ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2-ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ.

აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი – ივანიშვილის ტვ-ა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ.

მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და

მოიპოვეთ
ჩვენთან
ერთად
თავისუფლება

ps ბოლო ოთხის სიტყვა მთავარი არხის სლოგანია

pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია რჩება, ვისაც თავისუფლება – მოდის. as simple as that”.

რუსთავი ორის ყოფილმა გენერალურმა დირექტრომა ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია სახელწოდებით, “მთავარი არხი” რეესტრი 17 აგვისტოს დაარეგისტრირა. როგორც თავად თქვა, არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელი და გენერალური დირექტორი თავად იქნება.

2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

banner
წინა სტატიაში„რაინეართან“ შეთანხმებულები ვართ 12 ახალ მიმართულებაზე, მათ შორის არის ევროპის სხვადასხვა მიმზიდველი და საინტერესო ქალაქი
შემდეგი სტატიაეკა გაგუამ „რუსთავი2“ პროტესტის ნიშნად დატოვა