ეკა ბესელიამ ევროსაბჭოს კომისარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეების უფლებების დარღვევის შესახებ ჰკითხა

სტრასბურგში, ევროსაბჭოს საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის შესახებ კითხვით ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ ნილს მუჟნიეკსს მიმართა.

როგორც ნილს მუჟნიეკსიმ ეკა ბესელიას კითხვის პასუხად განაცხადა, საქართველოში ნოემბერში იყო, თუმცა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჩასვლა შეუძლებელი იყო.

„მე ვაპირებ, გავაგრძელო ძალისხმევა, რომ ჩავიდე და შევასრულო ჩემი სამუშაო. ეს ადამიანები იმსახურებენ ევროსაბჭოს ყურადღებას. საკმაოდ რთულია ასე ადგილებში ჩასვლა, ზოგჯერ ამაში წარმატებას ვაღწევ, თუმცა ზოგჯერ ჩემი ძალისხმევა უშედეგოა”,- – განაცხადა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა.

მისი თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ დონეცკში იყო.

„ეს არ არის უსაფრთხო ადგილი. ცოტა ხნის წინ ე.წ. მთავრობამ იქ გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები დააკავა და ტყვედ აიყვანა. ასე რომ, საკმაოდ რთულია ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე დამკვირვებლებისთვის დონეცკში მუშაობა, თუმცა მე იქ ვიყავი, მაგრამ ვერ ჩავედი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მცირე პერიოდით ვიყავი დნესტრისპირეთში. ეს ადამიანები ჩვენს დიდ ყურადღებას იმსახურებენ”, – აღნიშნა ნილს მუჟნიეკსმა.

banner
წინა სტატიაშიმეცნიერებმა ფრედი მერკურის ხმის საიდუმლო ამოხსნეს
შემდეგი სტატიაუახლოესი დღეების მანძილზე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება