უახლოესი დღეების მანძილზე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 18-24 აპრილს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 18-20 აპრილს ქვეყნის ტერიტორიაზე შენარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26, +31°-მდე მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 22 აპრილს იქნება +10, +15° გრადუსი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. 23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +21, +26 გრადუსამდე.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელიამ ევროსაბჭოს კომისარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეების უფლებების დარღვევის შესახებ ჰკითხა
შემდეგი სტატიაიერუსალიმში ავტობუსის აფეთქების შედეგად ოცი ადამიანი დაშავდა