მეცნიერებმა ფრედი მერკურის ხმის საიდუმლო ამოხსნეს

მეცნიერებმა ფრედი მერკურის ხმის საიდუმლო ამოხსნეს

frავსტრიელმა, ჩეხმა და შვედმა აკუსტიკის სპეციალისტებმა, ჯგუფ Queen-ის სოლისტის, ფრედი მერკურის და მომღერლების, რომლებიც მის იმიტაციას ახდენენ, ჩანაწერები შეისწავლეს და დაადგინეს, კონკრეტულად რაში გამოიხატებიდა მერკურის ხმის უნიკალურობა. კვლევები Logopedics Phoniatrics Vocology-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა მერკურის ოთხოქტავიანი ხმის დიაპაზონი არ დაადასტურეს. “ფრედი მერკურის ხმა ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ადამიანის ხმის ნორმაა, არც მეტი, არც ნაკლები” – წერს სტატიის ავტორი, აკუსტიკის სპეციალისტი ქრისტიან ჰერბსტი.
მერკურის პოპულარული იმიჯის მიღმა, მას ბარიტონი ჰქონდა, მაგრამ მღეროდა ტენორს და ოსტატურად მართავდა ხმას. ცნობილია, რომ მან მონსერატ კაბალიესთან დუეტში სიმღერის ბარიტონით შესრულებაზე უარი თქვა – ის თვლიდა, რომ მისი თაყვანისმცემლები ბარიტონში მას ვერ იცნობდნენ.

გარდა ამისა, მეცნიერებმა მომღერლის მიერ ხმის დამახინჯების შემთხვევები შეისწავლეს განსაკუთრებული ბგერების აღებისას. მათ თანამედროვე მომღელები, რომლებიც მერკურის ამ ამნერას იმიტირებენ, ვიდეოზე გადაიღეს, რომლის ჩაწერაც ხდებოდა წამში 4 ათასი კადრის სიჩქარით.

გაირკვა, რომ მერკური თითქმის იგივე მანერით მღეროდა, როგორც ტუვას ყელისმიერი სიმღერების ოსტატები: ვიბრირება ხდებოდა არა მხოლოდ ხმის იოგების, არამედ პარკუჭისაც. და ბოლოს, ფრედი მერკური გამოირჩეოდა არასწორი და სწრაფი ვიბრატოთი – წერს სტატიის ავტორი.

banner
წინა სტატიაშიევროკომისარი ოპოზიციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ და მიკერძოებულ მიდგომებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაეკა ბესელიამ ევროსაბჭოს კომისარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეების უფლებების დარღვევის შესახებ ჰკითხა