ეკა ბესელია : გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე მეტი განმარტების გაკეთებაა საჭირო

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე განმარტებების გაკეთებაა საჭირო.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, მეტი სიცხადეა საჭირო მოარული და რეალური ხმების გავრცელების ფონზე.

„საჭიროა, გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მეტი განმარტება გაკეთდეს, რათა სივრცე არ დარჩეს, სხვადასხვა სახის ინსინუაციებისთვის. საჭიროა, მკაფიო განმარტებების გაკეთება. შესაძლოა, ცვლილებების აუცილებლობა იყოს, მაგრამ მთავარია, უკეთესი გათვლა იყოს, თუმცა არა პერსონალური გადაწყვეტილების მიმართულებით, რომლის იქითაც რაღაც კითხვები ჩნდება“, – განაცხადა ბესელიამ.

გიორგი ქობულიამ თანამდებობა გუშინ დატოვა. ეკონომიკის ახალ მინისტრად მისი მოადგილე ნათია თურნავა დაინიშნა.

banner
წინა სტატიაში“ლიბერთიზე” თავდასხმის დროს 2 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიარუსთავში ავტომანქანა აფეთქდა – არიან დაშავებულები