“ლიბერთიზე” თავდასხმის დროს 2 ადამიანი დაშავდა

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის დროს დაჭრილი არავინაა. დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებმაც დაზიანებები სავარაუდოდ ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს მიიღეს.

​ჯერ უცნობია, წაღებულია თუ არა თანხა ბანკიდან. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ხოფერია გულის შეტევით კლინიკაში მოხვდა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე მეტი განმარტების გაკეთებაა საჭირო