რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მსუბუქი ავტომანქანა აფეთქდა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ავტომობილში გაზის დაგროვება გახდა.
შემთხვევის დროს, ავტომობილში მძღოლი და კიდევ ორი პიროვნება იმყოფებოდა. მათ სხეული საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღეს. დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.