ეკა ბესელია გიორგი გახარიას: ჩვენი მოქალაქეები, მათი პირადი და ოჯახის საიდუმლოების კუთხით დაცულები არიან, თუ არა?

“ჩვენი მოქალაქეები, მათი პირადი და ოჯახის საიდუმლოების კუთხით დაცულები არიან თუ არა?”-ამ კითხვით ეკა მიმართა ეკა ბესელიამ პარლამენტში მისულ გიორგი გახარიას. „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებული საქმის გამოძიებით დაინტერესდა. ეკა ბესელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება უკვე სამი თვეა მიმდინარეობს, არ არსებობს კითხვაზე პასუხები თუ ვინ დგას ამ ყველაფერის უკან.

„ამ სამი თვის თავზე მთავარ კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოძიებას, ვინ დაგეგმა და რა მიზნით. თუმცა რაღაცეები უკვე შეიძლება მე მგონი სახელდებული იყოს. მე სხვა რამ მინდა გკითხოთ თქვენ რადგან საჯაროდაც მოგმართეთ – ჩვენი მოქალაქეები, მათი პირადი და ოჯახის საიდუმლოების კუთხით დაცულები არიან თუ არა?“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია საგზაო უსაფრთხოებაზე: კამპანიაში ,,მეტი სიცოცხლისთვის’’ სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება, რომლებმაც სრულად გაიაზრეს პასუხისმგებლობა
შემდეგი სტატია„ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა – ივანიშვილის შპს, დღეს ამ დარბაზში თქვენი გადადგომის საკითხი უნდა ისმებოდეს“ – სამადაშვილი გახარიას