გიორგი გახარია საგზაო უსაფრთხოებაზე: კამპანიაში ,,მეტი სიცოცხლისთვის’’ სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება, რომლებმაც სრულად გაიაზრეს პასუხისმგებლობა

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა საგზაო უსაფრთხოების შესახებაც ისაუბრა.
,, საგზაო უსაფრთხოების ნაწილში, მარტივად მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. ასობით ადამიანს, ყოველ წელს ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქუჩებში და 2018 წელს დავკარგეთ 500- ზე მეტი ადამიანი, ამიტომ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აქ თქვენი მხადაჭერის იმედი გვაქვს არამხოლოდ საკანონმდებლო ცვლილების, არამედ იმ კამპანიის ნაწილშიც , რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წამოიწყო. კამპანიას „მეტი სიცოცხლისთვის“ ჰქვია და მასში სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე ერთვება სხვა და სხვა ფორმით, რომლებმაც სრულად გაიაზრეს პასუხისმგებლობა და ამ რაღაც გაურკვეველი პროტესტული ესთეტიკის მაგივრად ერთვებიან იმ კამპანიაში, რომელსაც კონკრეტული შედეგები მოაქვს და რომელიც მიმართულია იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიიმდენად დიდ საშიშროებას ქმნიან, რომ შეიძლება ეს გადაიზარდოს რელიგიურ კონფლიქტში – მეუფე იობი დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია გიორგი გახარიას: ჩვენი მოქალაქეები, მათი პირადი და ოჯახის საიდუმლოების კუთხით დაცულები არიან, თუ არა?