„ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა – ივანიშვილის შპს, დღეს ამ დარბაზში თქვენი გადადგომის საკითხი უნდა ისმებოდეს“ – სამადაშვილი გახარიას

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფარგლებში დეპუტატების წინაშე წარსდგა. ანგარიშს დასრულების შემდეგ, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილა კითხვები დაუსვა:

„გაოცებული ვარ თქვენი გამოსვლის ტონით, როდესაც რამდენიმე დღის წინ საკუთარი, არაკომპეტენტური გადაწყვეტილებით, მიგევლინათ პოლიცია პანკისის ხეობაში, ბევრად უფრო დიდი დარტყმა მიაყენეთ ქართულ პოლიციას, ვიდრე ვინმემ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ბიძინა ივანიშვილის შპს, დღეს ამ დარბაზში თქვენი გადადგომის საკითხი უნდა ისმებოდეს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია გიორგი გახარიას: ჩვენი მოქალაქეები, მათი პირადი და ოჯახის საიდუმლოების კუთხით დაცულები არიან, თუ არა?
შემდეგი სტატია“არ გინდოდათ რძე და ყველი”… და ახლა გვაქვს აი ეს” – სააკაშვილი