ეკა ბესელია : არჩევნები იმდენად მაღალ დონეზე ჩავატარეთ, რომ კითხვის ნიშნები არსად არ უნდა დარჩეს, მათ შორის არც თიანეთის ოლქში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმდენად მაღალ დონეზე ჩავატარეთ და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები იმდენად კარგია, რომ ვისურვებდი, კითხვის ნიშნები არსად არ დარჩეს, მათ შორის არც თიანეთის ოლქში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, რომელიც თიანეთის ოლქში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.

ბესელიას თქმით, პროცედურულად რაც საჭიროა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, იქნება ეს საოლქო დონეზე, თუ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სახით.

“ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს. მომხრე არ ვართ, რომ არჩევნების ობიექტურად ჩატარებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები გაჩნდეს. მათ შორის, ამ ოლქში. ამიტომ, რა კითხვებიც ისმება, მომხრე ვარ, რომ მას პასუხი გაეცეს. არ ვფიქრობ, რომ ამაზე თვალი უნდა დავხუჭოთ. კანდიდატი ვინც არ უნდა იყოს, თუკი არჩევნების შედეგებს კონკრეტული მტკიცებულებებით სადავოდ ხდის, ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ კითხვებს პასუხი გაეცეს და საკითხი სამართლებრივად სწორად გადაწყდეს. ეს მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება არ არის”, – აღნიშნა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა
შემდეგი სტატიავაჭრობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ბრიტანეთი საქართველოში ინვესტიციების გაზრდით დაინტერესებულია