ვაჭრობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ბრიტანეთი საქართველოში ინვესტიციების გაზრდით დაინტერესებულია

ვაჭრობის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სპეციალური წარმომადგენლის მაიკლ პრიტჩარდის გაცხადებით, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება ორივე ქვეყნის მთავრობებისათვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს: “კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ერთად წარმატების მიღწევა, ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს“, აღნიშნა მაიკლ პრიტჩარდმა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, ლონდონში, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გამართული ღონისძიების შემდეგ.

მაიკლ პრიტჩარდის შეფასებით საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდის თვალსაზრისით უზარმაზარი პოტენციალია არსებობს და ბრიტანეთის მთავრობა დაინტერესებულია ინვესტიციების განხორციელებით სხვადასხვა სექტორებში: „გაერთიანებული სამეფოს მთავრობა დაინტერესებულია ინფრასტრუქტურის, განათლების, გარემოს დაცვის და საცალო ვაჭრობის სფეროებით, ასევე საინტერესოა საფინანსო, საბანკო და საპენსიო სერვისები. ჩვენ დღეს ვიმყოფებით მანსონ ჰაუსში, ლონდონის ცენტრში, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს და როცა ვსაუბრობთ პენსიებზე, ბანკებსა და ფინანსურ მომსახურებაზე გაერთიანებული სამეფო წარმოადგენს საუკეთესო პარტნიორს ამ მიმართულებებით“.

ბრიტანული საინვესტიციო, ენერგეტიკული და ფინანსური წრეების წარმომადგენლებისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობის მიზნით გამართული ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ლონდონის სითის ლორდ მერმა ენდრიუ პარმლიმ და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარაო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : არჩევნები იმდენად მაღალ დონეზე ჩავატარეთ, რომ კითხვის ნიშნები არსად არ უნდა დარჩეს, მათ შორის არც თიანეთის ოლქში
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო