EasyJet-ის იტალიელი მგზავრი 9 ათასი მეტრის სიმაღლეზე თვითმფრინავის კარის გაღებას ცდილობდა

კომპანია EasyJet-ის ერთ-ერთმა მგზავრმა ბორტზე პანიკა გამოიწვია, როცა 9 ათასი მეტრის სიმაღლეზე თვითმფრინავის კარის გასაღებად ეჯაჯგურებოდა – Independent-ი წერს. ინციდენტი პიზისკენ მიმავალ თვითმრინავში მოხდა, რომელიც ლონდონიდან აფრინდა. თავდაპირველად, ერთ-ერთი მგზავრი ტუალეტში შევიდა, შემდეგ კი საავარიო გასასვლელის კარის გაღებას ცდილობდა, რომლითაც სრული ქაოსი და პანიკა გამოიწვია. ხალხი ყვიროდა და კიოდა.
მამაკაცმა საბოლოოდ თვითონვე დაამშვიდა ეკიპაჟიც და მგზავრებიც. პიზაში ჩამოფრენისას იტალიელს პოლიცია დახვდა.
რატომ ცდილობდა მამაკაცი ჰაერში ყოფნის დროს თვითმფრინავის კარის გახსნას, არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაში„არ ვაკეთებ კომენტარს,“- ვანო ჩხარტიშვილი ნათია თურნავას რეკომენდატორობასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრის ინიციატივით ქუთაისის ციხეში განთავსებული 11 არასრულწლოვნისთვის სპეციალური სასეირნო ეზო მოეწყო