,,ე.წ. საფასურის გადახდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალ ბარიერებსა და დაბრკოლებებს შექმნის”

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი, რათა მნიშვნელოვნად შეაფერხოს მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს ისედაც შეზღუდული აქვთ თავისუფალი გადაადგილების უფლება და ე.წ. საფასურის გადახდა ახალ ბარიერებსა და დაბრკოლებებს შექმნის.

„ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია, ვაცნობებთ ჟენევის ფორმატის მონაწილეებს, ეუთო-ს, ევროკავშირს, გაერო-ს. ეს საკითხი იქნება ჟენევის რაუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა „საზღვრის დარღვევაზე“ ჯარიმების გაზრდის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაშისადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიადავით ქმოსტელის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები დღეს ვერდიქტს გამოიტანენ