სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, არადეკლარირებული ოქროს, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ე.ა.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 6,844.44 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 109.68 გრამი) აღმოაჩინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 6,844.44 ლარის ოდენობით შეეფარდა.

banner
წინა სტატიაში,,ყველას მივმართავ, თავი შეიკავონ ტოტალიტარული აზროვნებისგან, როდესაც სხვის პოზიციას მოღალატეობრივად აფასებენ”
შემდეგი სტატია,,ე.წ. საფასურის გადახდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალ ბარიერებსა და დაბრკოლებებს შექმნის”