ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 9, 2017 21:58

ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება

ეგზიტპოლის თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს ამჟამინდელი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი.
გამოკითხვის შედეგად თიბილოვმა 45,8% დააგროვა, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა 36,9%.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი არის უკანონო და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს, – ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს აშშ-მ და ევროკავშირმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 9, 2017 21:58