(video) ექსკლუზივი – ელისო კილაძე საკუთარი შვილის დაკავების სავარაუდო ვიდეოს აქვეყნებს

„რეალურად, შინაგან საქმეთა მინისტრი ქვეყანას არ ჰყავს, ქვეყანას ჰყავს მხოლოდ ერთი ადამიანი, სუს-ის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა ჩემი შვილის დაკავების სპეცოპერაციას,“ – ეს განცხადება გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ პოსტსკრიპტუმთან საუბრისას გააკეთა.

ელისო კილაძე დავით ხარშილაძის დაკავების დროს სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დარღვევებზე და კონკრეტულად იმ ადამიანებზე საუბრობს, რომლებმაც, მისი თქმით, მის შვილს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და დააკავეს.

ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორი აქვეყნებს, თვითმხილველის მიერ მიწერილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და მის მიერ გამოგზავნილ ვიდეოს, რომელზეც სავარაუდოდ დავით ხარშილაძის დაკავების მომენტი ჩანს.

ბრალდებულის საქმეს შსს იძიებს და პარალელურად პროკურატურამ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

საკუთარი შვილის უდანაშაულობის დასამტკიცებლად კი დამოუკიდებელ გამოძიებას თავად ელისო კილაძე, გაზეთ ქრონიკა პლიუსის დახმარებით, ახორციელებს.

წყარო: “რუსთავი2”

https://youtu.be/b94p6CbG8uQ

 

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება
შემდეგი სტატიაასადმა სირიაში აშშ-ს დარტყმებზე კომენტარი გააკეთა