ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ნახირის გადარეკვა საშიში ინფექციის გამო აკრძალეს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დროებითი საზღვარიდან ნახირის საძოვრებზე გადარეკვა ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით აიკრძალა -ამის შესახებ დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
“დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ რუსეთთან ხორცის მიწოდებაზე შეთანხმება გაგვეფორმებინა, და არ მინდა, რომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნახირის გადმორეკვისას რაიმე ტიპის ინფექცია გაჩნდეს, რომელიც რუსეთში ხორცის შეტანის შეწყვეტას გამოიწვევს” – თქვა ბიბილოვმა და განმარტა, რომ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ლენინგორის მკვიდრებთან შეთანხმებით საკუთარი საქონლისთვის იყენებენ საძოვრებს. “არ მინდა ქართველები საკუთარი მოგების გამო ოსეთის ტერიტორიაზე შემოდიოდნენ. ამიტომ, საქართველოდან სამხრეთ ოსეთში ნახირის შემოყვანა სამხრეთ ოსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იკრძალება” – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში35 წლიანი პაუზის შემდეგ АВВА-მ ორი ახალი სიმღერა ჩაწერა
შემდეგი სტატიასერბეთში აფხაზი კომპოზიტორის “პინოქიოს” დადგამენ