35 წლიანი პაუზის შემდეგ АВВА-მ ორი ახალი სიმღერა ჩაწერა

ლეგენდარული შვედური ჯგუფი АВВА ისევ აღდგა, რომ ორი ახალი სიმღერა გამოუშვას. “ოთხივემ ვიგრძენით, რომ 35 წლის შემდეგ კარგი იქნებოდა ისევ შევკრებილიყავით ხმისჩამწერ სტუდიაში” – პარასკევს, 27 აპრილს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ერთ ახალ სიმღერას “I Still Have Faith in You” (“მე ისევ მჯერა შენი”) ქვია.

АВВА 1972 წელს შეიქმნა, ორ წელიწადში “ევროვიზიაში” გამარჯვების შემდეგ, სიმღერით “ვატერლოო”, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი გახდა. მათ ალბომი ბოლოს 1982 წელს გამოუშვეს.

banner
წინა სტატიაშიმკვლელმა თავდამსხმელმა 7 ბავშვი მოკლა, ხოლო 19 დაჭრა
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ნახირის გადარეკვა საშიში ინფექციის გამო აკრძალეს