ე.წ. სამხრეთ ოსეთი საზღვრებს სამი დღით გახსნის

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს და სტუმრებს 30 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონებში სპეციალური ნებართვის გარეშე შეუძლიათ იყონ – ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
ზომები აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით იქნა მიღებული.
ამასთანავე, უშიშროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იგივე წესი არ იმოქმედებს საქართველოს მოქალაქეებზე და მათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში გადასასვლელად ჩვეულებრივად დასჭირდებათ სპეციალური ნებართვის აღება.

banner
წინა სტატიაში(video) რუსთავში ახალგაზრდას დაცვის პოლიცია სასტიკად გაუსწორდა
შემდეგი სტატია“ისლამურმა სახელმწოფომ” მანქანებით და თევზით დაიწყო ვაჭრობა