(video) რუსთავში ახალგაზრდას დაცვის პოლიცია სასტიკად გაუსწორდა

rustaviსახესა და ტანზე მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით ილია ელერდაშვილი გამოძიების დასრულებას ელოდება. ახალგაზრდას რუსთავის ერთ-ერთ რესტორანში დაცვის პოლიცია სასტიკად გაუსწორდა.გავრცელებული ინფორმაციით, ელერდაშვილს 20-მდე სამართალდამცველი ურტყამდა და თვითმხილველებს გაშველების უფლებასაც არ აძლევდა.

დაზარალებულის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, მაგრამ პოლიციამ ექიმების მოსვლამდე ელერდაშვილი სასწრაფოდ განყოფილებაში წაიყვანა, თუმცა არსებობს მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრები.

ვიდეომასალაში ჩანს როგორ უსწორდებიან ახალგაზრდა მამაკაცს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომლები.

ელერდაშვილი მომხდარის დეტალებს იხსენებს და ყვება, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომელი იმავე რესტორნაში სხვა მაგიდასთან სვამდა, მოულოდნელად კი მას და მის მეგობრებს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. ადგილობრივები აცხადებენ რომ, დაცვის პოლიციის თანამშრომლები მათ გაშველების საშუალებას არ აძლევდნენ და აგრესიულად იქცეოდნენ.

სამართალდამცავებმა ელერდაშვილი და ფაქტის თვითმხილველები დღეს დაკითხეს. დაპირისპირებას რუსთავის პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების მუხლით იძიებს.

https://youtu.be/6vfEbF5OtWc

banner
წინა სტატიაში,,“ნაციონალური მოძრაობის” და ევროპის სახალხო პარტიის რამდენიმე დეპუტატის ანტიქართული გეგმა ჩავარდა”
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთი საზღვრებს სამი დღით გახსნის