ქართველი მაგისტრების პროექტი მილანში წლის საუკეთესო პროექტად დასაახელდა

DSC_9148მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ქართველი მაგისტრების პროექტი მილანის არქიტექტორთა კავშირის და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების ერთობლივი გადაწყვეტილებით, წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა.

მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ალექსანდრე ანდღულაძის  და ნიკოლოზ ლეკვეიშვილის ერთობლივი სამაგისტრო  პროექტის თემა: საბჭოთა მასობრივი მშენებლობის პოლიტიკას და საბჭოთა უბნების ანალიზს ეხება,Transformation of Soviet district: formation of time bank community”, პროექტის ხელმძღვანელი ცნობილი იტალიელი არქიტექტორი  სტეფანო ბოერია.

ქართველმა სტუდენტებმა არქიტექტურულ პროექტში ინტერვენციის ტერიტორიად გლდანი შეარჩიეს და სამაგისტრო პროექტში საბჭოთა მასობრივი მშენებლობის ერთ-ერთი ნიმუშის – გლდანის გამოცოცხლების და უბნის ცენტრალურ ღერძზე არსებული სამი მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი შენობის ტრანსფორმაციის გეგმა წარმოადგინეს.

 

პროექტის მიზანი, გლდანის ტერიტორიაზე მინიმალური ჩარევით, მაქსიმალური შედეგის მიღწევა იყო, რომლის განხორციელების მეთოდოლოგია, მაგისტრებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული გლდანის მსგავსი უბნების და იქ არსებული პორბლემების გადაწყვეტის ანალიზის და შესწავლის შედეგად ჩამოაყალიბეს.

 

თბილისში და კერძოდ გლდანში, არსებული რეალობის გადმოსაცემად, არქიტექტორებმა კონსულტაციები თბილისის სხვადასხვა საზოგადოებრივ მოძრაობასთან გაიარეს, რომელთა ხედვაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს როგორც უბნის ისე მთლიანად ქალაქის განვითარებას.

 

გლდანის ტერიტორიაზე ინტერვენციის ფორმის ძიების პროცესმა მოიცვა პლატონის ფორმის ფილოსოფია და მოქანდაკე ჰენრი მურის “Helmet”-ის სკულპტურული სერიები. პროექტის უმნიშვნელოვანესი, ნაწილი დაეთმო “Time Bank Community”- ის ჩამოყალიბების გეგმას, რომლის არსი – სერვისის სერვისში გაცვლაში მდგომარეობს, სადაც დრო არის ვალუტა, ხოლო ადამიანები უბნის ტრანსფორმაციის მთავარი მონაწილეები.

 

ნიკოლოზ ლეკვეიშვილი გახლავთ მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტიპენდიანტი ხოლო ალექსანდრე ანდღულაძე საქართველოს პრეზიდენტის, კულტურის სამინისტროს და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტიპენდიანტი.

 

ალექსანდრეს ანდღულაძეს სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს მილანის და საერთაშორისო  არქიტექტურულ ფირმებში და გახლავთ “Young Architects Competition 2016”-ის ფინალისტი.

 

banner
წინა სტატიაშისაია-ს საჩივარი მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ დაჯარიმების შესახებ აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ წარმოებაში არ მიიღო
შემდეგი სტატიაე.წ ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული დავით გერლიანი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა