ე.წ. კაბელების საქმეზე ნოდარ ხადურის, ირაკლი ალასანიას და ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვის საჭიროების წინაშე გამოძიება არ იდგა

ე.წ. კაბელების საქმეზე ნოდარ ხადურის, ირაკლი ალასანიას და ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვის საჭიროების წინაშე გამოძიება არ იდგა

shotadzeე.წ. კაბელების საქმეზე ნოდარ ხადურის, ირაკლი ალასანიას და ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვის საჭიროების წინაშე გამოძიება არ იდგა, – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ „ტელეიმედის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტიკაში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, საქმის გამოძიება კომპლექსური პროცესია, რომელიც ტარდება მხოლოდ დანაშაულის ფაქტის ჩადენის შემთხვევაში.

„ეჭვები და ვარაუდები თითოეულ ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს, მაგრამ აქ მნიშვნლეოვანია მტკიცებულებები, კონკრეტულად რა მტკიცებულებებიც არის სისხლის სამართლის საქმეში. რაც შეეხება დაკითხვის ფაქტს. დაკითხვა არის ერთ-ერთი საგამოძიებო მოქმედება, ხდება გამოძიების მიერ იმ პირების დაკითხვა, რომელთაგანაც ჩვენ გვაინტერესებს გარკვეული ინფორმაციის მიღება. ამ საქმეში ჩვენ გვაქვს ამოღებული შესაბამის შესყიდვის განხორციელების დოკუმენტაცია სრულად. შესაბამისად, ამ დოკუმენტაციაში სრულად არის ასახული თითოეული ეტაპი მთლიანად იმ შესყიდვისა, რაზეც ჩვენ ვედავებით კონკრეტულ მსჯავრდებულებს. იმ პირების დაკითხვის (ღარიბაშვილი, ხადური, ალასანია) საჭიროების წინაშე გამოძიება არ იდგა. რაც ჩვენ შესაძლოა, გვაინტერესებდეს ამ პირებიდან, დაცული არის შესაბამის დოკუმენტებში, ეს დოკუმენტები ჩვენს მიერ დართულ იქნა სისხლის სამართლის საქმეზე“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მისივე თქმით, გუშინ პროკურატურამ გამოაქვეყნა ე.წ. კაბელების საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი, რომლის გაცნობაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუ ვინმემ გაფლანგა ფული, ეს თავად და ღარიბაშვილი უნდა ყოფილიყვნენ, ვინაიდან გადაწყვეტილება მათ მიიღეს.

მისივე განცხადებით, დაკავებულებს თანხასთან წვდომა არ ჰქონიათ და ვერც გაფლანგავდნენ.

“თანხა ხადურის ინიციატივით იყო გამოყოფილი. ხადურმა თქვა, განვიხილეო, მომეწონა წინადადებაო და მთავრობისაგან მოითხოვა 6 მილიონის გამოყოფა. ამ ხალხს თანხასთან წვდომა არ ჰქონიათ”, – განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ დაკავება პოლიტიკური ნიშნით, მასზე ზეწოლის განსახორციელებლად მოხდა, ვინაიდან საფრანგეთში მნიშვნელოვან ხეკშეკრულებას მოაწერა ხელი.

banner
წინა სტატიაშიგიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია
შემდეგი სტატიაგიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პირველ რიგში პასუხისმგებელია ივანიშვილის ჩასვრილი მთავრობა