გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პირველ რიგში პასუხისმგებელია ივანიშვილის ჩასვრილი მთავრობა

გიორგი კანდელაკირუსმა ოკუპანტმა საქართველოს არაოკუპირებულ (ხაზს ვუსვამ, არაოკუპირებულ) ტერიტორიაზე მოკლა საქართველოს მოქალაქე. ამის ერთ-ერთი მიზეზი, გარდა იმისა რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა უბრალოდ დაუწვა ოკუპანტს, არის ის რომ ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს განლაგებული სპეცრაზმები ივანიშვილის მთავრობამ უბრალოდ დაშალა (მაგალითად კარალეთის სპეცრაზმი). ეს სპეცრაზმები ასრულებდნენ მნიშვნელოვან შემაკავებელ, პრევენციულ როლს.
ამიტომ, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პირველ რიგში პასუხისმგებელია ივანიშვილის ჩასვრილი მთავრობა. კვირიკაშვილი კი – რომელიც ამ ყველაფრის გაპრავებას ცდილობს – არის ჩასვრილი პრემიერ-მინისტრი რომელიც ინაწილებს ზემოთხსენებული სპეცრაზმების დაშლის პასუხისმგებლობას. ამათი დარჩენა შეუთავსებელია საქართველოს სუვერენიტეტთან და დამოუკიდებლობასთან-აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კაბელების საქმეზე ნოდარ ხადურის, ირაკლი ალასანიას და ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვის საჭიროების წინაშე გამოძიება არ იდგა
შემდეგი სტატიათეთრი სახლის ჩრდილოეთ შესასვლელთან უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა