გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია

xurchaზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია, – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გადაცემა ”პოლიტიკაში” განაცხადა.

როგორც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

”დადგენილია მკვლელობის ჩამდენი პირი. უახლოეს დღეებში მივიღებთ საქმეზე სამართლებრივ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

 

ხურჩაში მომხდარი მკვლელობა ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დამონტაჟებულმა უსაფრთხოების სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეომასალაში ჩანს როგორ გადმოდიან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის სამხედროები და გიგა ოთხოზორიას ჯერ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, შემდეგ კი ესვრიან. კამერამ ბოლო საკონტროლო გასროლაც დააფიქსირა, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში მიაყენეს.

https://youtu.be/iUtrLedKp4U

 

banner
წინა სტატიაში(video) ხურჩაში მომხდარი მკვლელობა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა
შემდეგი სტატიაე.წ. კაბელების საქმეზე ნოდარ ხადურის, ირაკლი ალასანიას და ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვის საჭიროების წინაშე გამოძიება არ იდგა