ე.წ აფხაზი მესაზღვრეების მანქანა კოდორის ხეობაში ხევში გადავარდა

კოდორის ხეობაში სატვირთო მანქანა, რომელსაც აფხაზი ე.წ მესაზღვრეები გადაჰყავდა ხევში გადავარდა. შემთხვევა გუშინ საღამოს სოფელ ჩხალთასთან მოხდა, რომელიც სოხუმიდან 50 კმ-ში მდებარეობს..

მანქანაში მძღოლის ჩათვლით 6 ადამიანი იმყოფებოდა, 3 მათგანი აფხაზეთის ე.წ სწრაფი რეაგირების ძალების, 2 კი კონტრაქტორი ჯარისკაცი იყო. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მძღოლი, მგზავრები კი სხვადასხვა დაზიანებებით სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძღოლის ცხედრის აღმოჩენა მდინარეში მხოლოდ დღეს დილით მოხერხდა.

banner
წინა სტატიაშიშს სამინისტროსთან პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი: მიმაჩნია, რომ იყო კარგი პოლიციელი, ნიშნავს იყო გმირი