გიორგი მღებრიშვილი: მიმაჩნია, რომ იყო კარგი პოლიციელი, ნიშნავს იყო გმირი

შინაგან საქმეთა მმინისტრმა სამინისტროსთან შეკრებილ თანამშრომლებსა და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მან კარგად იცის რას ნიშნავს იყო პოლიციელი.

“მე ვიცი რას ნიშნავს იყო პოლიციელის ოჯახის წევრი, ვიცი რას ნიშნავს ყოველ დღე შენი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოდე სხვა ადამიანების უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად და თავს არ ზოგავდე ამისთვის. მე ვიცი რას ნიშნავს გეღუპებოდეს თანამშრომელი, ვიცი რა გრძნობაა, როცა ბოროტებაზე იმარჯვებ. ვიცი რა გამოწვევების წინაშე დგახართ ყოველ დღე და არ ეპუებით. ისიც ვიცი რამხელა მოტივაცია და სიამაყეა, როცა შენი პროფესია გაძლევს საშუალებას იზრუინო ადამიანების სიმშვიდეზე, მე ვიცი როგორი პასუხისმგებლობაა გერქვას საქართველოს პოლიციელი. იყო ნამდვილი პილიციელი, ესაა მოწოდება, იდგე შენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და საზოგადებრივი მართლწესრიგის სადარაჯოზე დღე და ღამ, სადაც არ უნდა იყო, 24 საათი. მიმაჩნია, რომ იყო კარგი პოლიციელი, უკვე ნიშნავს იყო გმირი. ჩვენ გამოვუცხადეთ უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალს და ამ ბრძლაში თითოეული თქვენგანის სულისკვეთებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მას კარგად აქვს გათავისებული რა მსხვერპლი გაიღეს ოჯახებმა, რომელთა ახლობლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისას დაიღუპნენ.

“ეს ადამიანები ჩვენს გვერდით არ არიან, მაგრამ მათ ოჯახებს, მათ შვილებს საქართველოს პოლიცია, ჩვენი სისტემა და თავად ისიც ყოველთვის ზურგს გაუმაგრებს. ჰიმნი შეასრულა ვაჟთა გუნდმა. ამ ბიჭებს შორის დგას ჩვენი გარდაცვლილი პოლიციელის ბექა მარგიშვილსი ვაჟი. მე ზუსტად ვიცი, რომ მან იცის – ის გმირის შვილია. ნამდვილი დასავლური ღირებულების სახელმიწფო არის ის, სადაც პატივს სცემენ პოლიციელს და საზოგადოების უსაფრთხოების სადარაჯოზე დაცემულ გმირებს”,- განაცხადა მინისტრმა, რის შემდეგაც დაღუპული პოლიციელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

banner
წინა სტატიაშიე.წ აფხაზი მესაზღვრეების მანქანა კოდორის ხეობაში ხევში გადავარდა
შემდეგი სტატია“ჩვენ გვყავს თანამედროვე სახელმწიფოს შესაფერისი პოლიცია, რომელსაც ენდობა და რომლის იმედიც აქვს საზოგადოებას “