შს სამინისტროსთან პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს

შს სამინისტროსთან პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები, ასევე ლიტვის, მოლდოვისა და ბელორუსის შს მინისტრები და სხვა ქვეყნის ოფიციალური პირები ესწრებიან.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გახსნა, რომელიც დამსწრე საზოგადოებას ამ წუთებში მიმართავს. მინისტრი გამორჩეულ თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის ვადამდელ წოდებასაც მიანიჭებს. ასევე გადასცემს სამკერდე ნიშნებსა და მადლობის სიგელებს.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფი პირად შემადგენლობას, ტექნიკას და აღჭურვილობას წარმოადგენს.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს დამსწრე საზოგადოების წინაშე ვაჟთა გუნდი „მართვე“ და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ წარსდგებიან.

banner
წინა სტატიაში”საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების შესახებ კანონი ძალაში შევიდა
შემდეგი სტატიაე.წ აფხაზი მესაზღვრეების მანქანა კოდორის ხეობაში ხევში გადავარდა