ძლიერმა წვიმამ ხობის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ხობში წყალდიდობაა. რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ, ჭალადიდში, ქვალონსა და ახალსოფელში 10-მდე სახლის პირველი სართულები და სახნავ-სათესი სავარგულები დატბორა.

მოსახლეობის განცხადებით, სანიაღვრე არხმა ვერ გაატარა უხვი ნალექის გამოც მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა, ასევე დააზიანა საყოფაცხოვრებო ნივთები. ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და სამაშველო ჯგუფები.

როგორც მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, მუდმივმოქმედი ზარალი დამთვლელი კომისია მუშაობს ადგილზე არსებულ მდგომარეობას და დაადგენს ზარალი ზუსტ რაოდენობას.
მუნიციპალიტეტში წვიმა ახლაც გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: ლატარიის გარდა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის მსჯელობა
შემდეგი სტატია8 წლიანი ძებნის შემდეგ, მეგის ქარდავა საქართველოს გადმოეცა