ამირან გამყრელიძე: ლატარიის გარდა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის მსჯელობა

ლატარიის გარდა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის მსჯელობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.

მისივე თქმით, წამახალისებელი ღონისძიებების შესახებ მას შემდეგ განცხადდება, რაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„არის მსჯელობა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე, გარდა ლატარიისა, რომელზეც არ მინდა ჯერ საუბარი, რადგან გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. ახალი ველოსიპედი აქ არ არის, ეს არის ბევრი გამეორება იმისა, რომელსაც წარმატებული ქვეყნები იყენებდნენ და იყენებენ თავისი იმუნიზაციის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე და რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ გამჟღავნდება. ვადასტურებ, რომ არის განხილვა რამდენიმე სერიოზული წამახალისებელი ღონისძიების, როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე ინდივიდუალური პირებისთვის,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: რაც უფრო სწრაფად ავიცრებით, მით უფრო მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე ტალღას
შემდეგი სტატიაძლიერმა წვიმამ ხობის მუნიციპალიტეტი დააზარალა