ძლიერმა სეტყვამ კასპის სოფელ ნოსტეში ხეხილის ბაღები გაანადგურა

ძლიერი სეტყვა იყო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში. ადგილობრივების განცხადებით, სეტყვა თითქმის 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და მთლიანად გაანადგურა ხეხილის ბაღები.

“კაკლისხელა სეტყვა მოდიოდა. სულ დალეწა ყველაფერი. აღარც ბაღები გვივარგა და აღარც ვაზი. ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი სეტყვა არ მახსოვს. იქნებ გვიშველოს მთავრობამ, დაგვეხმაროს რამეთი. მოსავლის გარეშე ვრჩებით ამდენი ოჯახი. წყალში ჩაგვეყარა ამდენი შრომა”-განაცხადა ნოსტეში მცხოვრებმა ზაურ ბეგიაშვილმა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ წუთებში სეტყვის შედეგად მიღებულ ზარალს ადგენენ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიმართულება – ევროატლანტიკური ინტეგრაცია
შემდეგი სტატიაგიორგი გუგავა: სანამ ამ ყმაწვილს გოგლიმოგლით ზრდიდნენ, შალვა ნათელაშვილი წინა რეჟიმებს ებრძოდა