მიხეილ ჯანელიძე: ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიმართულება – ევროატლანტიკური ინტეგრაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცების ურთიერთობა, თანამშრომლობა საქართველოს თავადაცვისუნარიანობას აძლიერებს.

აღნიშნული განცხადება საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, სწავლება – “ღირსეული პარტნიორი 2016”-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, ქართული, ამერიკული და ბრიტანული ერთობლივი სწავლება საქართველოს მშვიდობისთვის მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია.

“ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ ჯარიკაცების ურთიერთობა, ჩვენი ქვეყნის მეგობრობისა და თანამშრომლობის გამოხატულებაა, რაც საქართველოს თავადაცვისუნარიანობას აძლიერებს. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნატო-სთან და შეერთებულ შტატებთან თავსებადობა, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის განხორციელებული ნაბიჯებია. მოხარული ვართ, რომ, ჯარი ვითარდება და უფრო მეტად თავსებადი ხდება ყველა იმ პროექტისადმი, რომელსაც ჩვენ ნატო-სთან ერთად ვახორციელებთ”,- აღნიშნა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფოს ერთადერთი მიმართულება აქვს – ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც საქართველოს უსაფრთხო, მშვიდი და სტაბილური განვითარების გარანტიაა.

“ეს არა მთავრობის, არამედ, ქართველი ხალხის არჩევანია, ხოლო საქართველოს მთავრობა ქვეყნის მოსახლეობის არჩევანს ასრულებს”.

banner
წინა სტატიაშითსუ-ში აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა
შემდეგი სტატიაძლიერმა სეტყვამ კასპის სოფელ ნოსტეში ხეხილის ბაღები გაანადგურა