გიორგი გუგავა: სანამ ამ ყმაწვილს გოგლიმოგლით ზრდიდნენ, შალვა ნათელაშვილი წინა რეჟიმებს ებრძოდა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას საქართველოს განვითარების ფონდის გარდა, სხვა სატელიტი პოლიტიკური პარტიებიც ჰყავს, ესენია ლეიბორისტები და თავისუფალი დემოკრატები.

ირაკლი კობახიძის განცხადებას ლეიბორისტულ პარტიაში “ტყუილი” უწოდეს.

„სანამ ამ ყმაწვილს გოგლიმოგლით ზრდიდნენ, შალვა ნათელაშვილი წინა რეჟიმებს ებრძოდა, რის გამოც მისი სიგრძე ნაიარევი აქვს მკერდზე, ხოლო მისი უფროსი ივანიშვილი ასეულობით მილიონებს ხარჯავდა რეპრესიული რეჟიმის ჩამოსაყალიბებლად. ვურჩევდი ამ ახალგზარდა კაცს, შეეშვას ბიძინა ბიძიას ბინძური ჭორების გავრცელებას, მისი დრო დამთავრებულია,“- განაცხადა გიორგი გუგავამ.

თავისუფალ დემოკრატების წევრებმა ირაკლი კობახიძეს ურჩიეს, რომ ქართულმა ოცნებამ საკუთარ პარტიას მიხედოს.

„ამ განცხადებას, რომლებსაც აკეთებენ ჯობია თავიანთ პარტიას მიხედონ. ქართულმა ოცნებამ ვერ შეასრულა ის დაპირებები, რომელიც გაცემული იყო. ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირი ამ პარტიას უფრო მეტი აქვს, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც დატოვა ნაციონალური მოძრაობა და გადაბარგდა ქართულ ოცნებაში,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიძლიერმა სეტყვამ კასპის სოფელ ნოსტეში ხეხილის ბაღები გაანადგურა
შემდეგი სტატიამეცნიერები: მცირეოდენი ზედმეტი წონა გამხდრობაზე უკეთესია