ძლიერი წვიმა და ქარი ოზურგეთის რაიონში – დაზარალებულია ათეულობით ოჯახი

ძლიერი წვიმა და ქარი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ძლიერმა ქარმა 50-ზე მეტი ოჯახის საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ხე დაეცა ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებს, რის გამოც რამდენიმე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ოზურგეთის გამგებლის ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათში აღდგება.

ყველაზე დიდი ზარალი სოფელ ბოხვაურს მიადგა, სადაც 25-მდე ოჯახია დაზარალებული. წაქცეულია რამდენიმე ხეც.

ძლიერმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დროისთვის წყლის დონემ დაიწია.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ბოხვაურიდან არის ყველაზე მეტი შეტყობინება მოსახლეობის მხრიდან, დახმარების მიზნით შესული. მისივე თქმით, ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. გამგებლის ინფორმაციით, უამინდობას მსხვერპლი არ მოყოლია.

 

banner
წინა სტატიაში“ეს მემორანდუმი იგივეა ჰიტლერს ბუნკერში ჯდომის დროს რომ შეეთავაზებინა მშვიდობის მემორანდუმი სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილისთვის”
შემდეგი სტატია”ჩვენ მიერ მემორანდუმის ყველა პუნქტი ზედმიწევნითაა შესრულებული” – ენმ “ოცნების” შეთავაზებას არ იღებს