”ჩვენ მიერ მემორანდუმის ყველა პუნქტი ზედმიწევნითაა შესრულებული” – ენმ “ოცნების” შეთავაზებას არ იღებს

”ნაციონალური მოძრაობა” მმართველი პარტიის მიერ ოპონენტებისთვის შეთავაზებულ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს ხელს არ აწერს.
როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ტუღუშმა აღნიშნა “ქართული ოცნება” ინიციატივას პიარისთვის იყენებს.
ენმ-ს წევრმა უმრავლესობას შესახსენა, რომ საარჩევნო პროცესში ადგილი აქვს უამრავ დარღვევას, რაზეც ხელისუფლება რეაგირებას არ ახდენს.

”თავიდან პარტიაში იყო პოზიცია, რომ ნამდვილად არავითარი პრობლემა არ გვქონდა და როდესაც მემორანდუმის შემოთავაზება დაანონსდა, არანაიდი დიდი წინააღმდეგობა, რომ ხელი მოგვეწა, არ იყო, თუმცა იმ დღიდან რაც დაანონსეს, რომ მემორანდუმის ტექსტს წარმოადგენდნენ, გავიდა რამდენიმე დღე და ამ მოკლე პერიოდში ადგილი ჰქონდა არა ერთ ინციდენტს და თავდასხმას ჩვენს ოფისებზე, ასევე პარტიის ბანერებზე, სხვადასხვა მასალებზე. იყო ფიზიკური დაპირისპირება ოფისებში. მთელ ამ მოვლენებში ყველაზე ცუდი არის ის, რომ ხელისუფლებას არავინ დაუსჯია და არც ერთი პირის პასუხისმგებლობა არ დამდგარა”, – განაცხადა ტუღუშმა.

მისი თქმით ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ მემორანდუმის ყველა პუნქტი ზედმიწევნით არის შესრულებული.

banner
წინა სტატიაშიძლიერი წვიმა და ქარი ოზურგეთის რაიონში – დაზარალებულია ათეულობით ოჯახი
შემდეგი სტატია“თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო” „ქართული ოცნების“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს შეუერთდება