“ეს მემორანდუმი იგივეა ჰიტლერს ბუნკერში ჯდომის დროს რომ შეეთავაზებინა მშვიდობის მემორანდუმი სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილისთვის”

“ლეიბორისტული პარტია” ე.წ. მშვიდობის მემორანდუმზე ხელისმოწერას არ აპირებს. ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა გორში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
“ეს მემორანდუმი იგივეა ჰიტლერს ბუნკერში ჯდომის დროს რომ შეეთავაზებინა მშვიდობის მემორანდუმი სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილისთვის. ომი მათ თვითონ წამოიწყეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ტყუილებით, დაპირებებით სიცრუით, ოპოზიციის დევნით, ხელების გადაგრეხვით. ნუღარ გააკეთებენ იგივეს და ეს იქნება მშვიდობა”,- განაცხადა ნათელაშვილმა

banner
წინა სტატიაშიიან კელი: ვისურვებდი, ასეთი საარჩევნო კამპანია ამერიკაშიც იყოს
შემდეგი სტატიაძლიერი წვიმა და ქარი ოზურგეთის რაიონში – დაზარალებულია ათეულობით ოჯახი