სიცოცხლის მოსპობის მუქარა – ომბუდსმენის გამოკითხვა შსს-ში 3 საათს გაგრძელდა

სახალხო დამცველის გამოკითხვა შსს-ში 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნინო ლომჯარია ძალოვან უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო და რეაგირებისთვის გახარიას უწყებას მიმართა.

“ერთი სნაიპერი შენზე ალალია-” ასეთი იყო ომბუდსმენისთვის გაგზავნილი ერთ-ერთი წერილის შინაარსი.

ქვეყნის მთავარი უფლებადამცველი დაცვას ახლა თავად ითხოვს, რადგან ლომჯარიას განცხადებით, მასთან მისული შეტყობინებები სიცოცხლის ხელყოფის პირდაპირი მუქარაა.

„მივაწოდე შესაბამის მასალები, გამომკითხეს, შეადგინეს ოქმი. განვაცხადე, რომ ჩემი სურვილია შს სამინისტრომ გაატაროს პრევენციული ღონისძიებები. ეს არის გარკვეული ჯგუფი ადამიანების, რომლებიც თვითორგანიზებას ეწევიან, აცხადებენ, რომ უნდა ორგანიზდნენ სახალხო დამცველის წინააღმდეგ. რამდენად რეალურია, ეს ალბათ შს სამინისტრომ უნდა დაადგინოს,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაში“მოსახლეობას აღარ სჯერა ხელისუფლების მიერ გამოგონილი ბუების და გუდიანი კაცების” – ზაალ უდუმაშვილი კახა კალაძეს
შემდეგი სტატიაძარცვა თბილისში – კლიენტმა ტაქსის მძღოლის მანქანა გაიტაცა