ძარცვა პოლიციის სახელით ბათუმში მდებარე ჰოსტელში – დაკავებული ორი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

4 დეკემბერს ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჰოსტელში ძარცვის ბრალდებით დაკავებული ორი პირი ბათუმის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილოს გადაწყვეტილებას იაგო ბრუნჯაძის ოჯახის წევრის მხრიდან ხმაური მოჰყვა. მათ იაგო ბრუნჯაძისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდება სასამართლო დარბაზში გააპროტესტეს. სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და საქართველოს და უცხოეთის ქვეყნის მოქალაქეები პატიმრობაში დატოვა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. შემდეგი სასამართლო პროცესი 16 იანვარს ჩაინიშნა.

შემთხვევა ორი დღის წინ ბათუმში მოხდა. პოლიციის შენობაში არსებულ ჰოსტელში ორი პირი შეიჭრა, რომლებიც თავს პოლიციელებად ასაღებდნენ. ადგილიდან ერთი მობილური გაიტაცეს. ერთ-ერთი მათგანი თავად სტუმრებმა დააკავეს, მეორე კი პოლიციამ.

ადვოკატის თქმით, ყველა მოწმე უცხო ქვეყნის მოქალაქეა და შესაბამისად გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

„აუცილებლად გავასაჩივრებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვთვლით, რომ პატიმრობის შეფარდების საფუძვლები არ იყო. საერთოდ დაუსაბუთებელი იყო შუამდგომლობა პროკურატურის. ეს არის სტანდარტული, მიიმალება ადამიანი და ჩაიდენს ახალ დანაშაულს და ასევე მოწმეების ზემოქმედებას განახორციელებს. როგორ შეიძლება , გეუბნებით ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე არის მოწმე. ისინი დღეს თუ ხვალ ტოვებენ ქვეყანას, როგორ შეიძლება მათი ზემოქმედება აქ მოახდინო საქართველოში. უსუსური არის. რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ.“ – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.

სასამართლო პროცესზე იაგო ბრუნჯაძეს მეზობელი იმყოფებოდა. ის დაკავებულზე დადებით კონტექსტში საუბრობს და ამბობს, რომ ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.

„იაგო ბრუნჯაძე რა დასაჭერი იყო? აბა სად უნდა ვთქვა? ავრცელებენ მედია საშუალებებით ტყუილებს. მე ვარ იაგო ბრუნჯაძეს მეზობელი. არც ახლობელი და არც არავინ დამავალა მოსვლა, ჩემი ნებით მოვედი იმიტომ, რომ ეს ბავშვი იყო ძალიან კარგი ბიჭი. გამოიგონა ამ მთავრობას მარიხუანა, გაადებილეს ახალგაზრდები. არ მინდოდა ძალიან გაშუქებულიყო ეს მედია საშუალებებით, მაგრამ ეს ბაღანა ასეთ რაღაცას არ იზამდა.“ – განაცხადა იაგო ბრუნჯაძეს მეზობელმა.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახური რუსთავი-2-ის სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგორის ცენტრალურ სკვერში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში არქეოლოგები ჩაერთვნენ