სპეციალური პენიტენციური სამსახური რუსთავი-2-ის სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური გუშინ ტელეკომპანია რუსთავი-2-ის ეთერშიგასულ სიუჟეტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მასში მოყვანილი, საბადრაგო სამსახურთან დაკავშირებული ინფორმაცია არის მცდარი. კერძოდ, საუბარია იმ სიუჟეტზე, რომლის თანახმადაც, ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი გ.მ. სასამართლოდან გამოყვანისას „ბადრაგმა“ კონკრეტულ პიროვნებას შეახვედრა.
პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ფოკაში მომხდარმკვლელობაში ბრალდებული პირი სასამართლოში მიყვანის მომენტში არიმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში და მას სასამართლოში საბადრაგო სამსახურის თანამშრომელი ვერ მიიყვანდა. რაც შეეხება მისი სასამართლოდან გამოყვანის მომენტს, ბრალდებულ გ.მ.-ს არც ამ დროს დახვედრია საბადრაგო სამსახურის წარმომადგენელი, რადგან, ზოგადი წესის მიხედვით, ბრალდებული პირი მხოლოდმას მერე ხვდება პენიტენციური სამსახურის, და შესაბამისად, საბადრაგო სამსახურის სისტემაში, რაც მას შესაბამისი ორგანოები პენიტენციურ დაწესებულებაში წარადგენენ.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პიროვნება, რომელიც დასახელდა, რომ იყო თითქოს ბადრაგი, ფორმას არ ატარებდა.
საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები კისამსახურეობრივ მოვალეობას მუდამ ფორმაში ასრულებენ.რაც შეეხება, სიუჟეტში მოხვედრილ საბადრაგო სამსახურის მანქანას, განვმარტავთ,რომ ახალციხის რაიონულ სასამართლოში 2018 წლის 5 დეკემბერს იმართებოდარამდენიმე სასამართლო პრეცესი, რის გამოც პენიტენციური დაწესებულებისსაბადრაგო სამსახურის მიერ 5 ბრალდებულის – კ.ნ., ო.ნ., პ.თ., ტ.თ. და დ.ა. -ბადრაგირება განხორციელდა.
მოცემულ პატიმრებსა და მათ თანმხლებ ბადრაგებსსაბადრაგო სამსახურის მანქანა ელოდებოდა სასამართლოს ეზოში, მაგრამ, როგორცზევით აღინიშნა, ამ მანქანას ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პირთანარავითარი კავშირი არ ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშინიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს
შემდეგი სტატიაძარცვა პოლიციის სახელით ბათუმში მდებარე ჰოსტელში – დაკავებული ორი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა