გია ხუხაშვილი: “ძალაუფლების წყარო ბიძინა ივანიშვილის რესურსები კი არა ხალხია”

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqnebaპოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, კოალიციაში შემავალ პატიებს დაავიწყდათ, რომ ”ძალაუფლების წყარო ბიძინა ივანიშვილის რესურსები კი არა, ხალხია და პარაზიტირებენ ერთი ადამიანის მხრებზე”.

როგორც ხუხაშვილმა ”მაესტროს ფაქტორში” განაცხადა, დღის წესრიგში მხოლოდ ”რესპუბლიკელების” გასვლა კი არა, არამედ კოალიციის დაშლა დგას.

”თუ ბოლო დღეების პოლიტიკურ რიტორიკას დავაკვირდებით, საუბარია იმაზე, რომ ყველა პარტია, როგორც ეს არის ევროპული, დემოკრატიული სტანდარტი, იღებს ძალაუფლების წყაროსგან ანუ ხალხისგან ლეგიტიმაციას და ამ მანდატის ფარგლებში იქნება პოსტსაარჩევნო კოალიციები. როგორც ჩანს, დადგა დრო, რომ გადავიდეთ ამ ტიპის არჩევნებზე, რაც ევროპისთვის დამახასიათებელია. ”რესპუბლიკელების” თემა შეიძლება დღეს გახდა აქტუალური, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ”ფორუმიც” ემზადება უკვე ყრილობისთვის. ”რესპუბლიკელების” პოლიტიკური ფასი, მიუხედავად იმისა, რომ მათ იმაზე მეტი ტორტის ნაჭერი აქვთ ძალაუფლებიდან, ვიდრე ჩემი აზრით, იმსახურებენ, არაფრით არ არის იგივე ”ფორუმზე” მაღალი. ჩვენ რომ ავწონოთ ეს პარტიები, ელექტორალური თვალსაზრით, არც ”ფორუმზე” მაღალია და არც ნებისმიერ სხვა, კოალიციაში შემავალ პარტიაზე”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, კოალიციაში არის სერიოზული მსოფლმხედველობრივი, ფუნდამენტური პრობლემები და სახიფათოა ქვეყნისთვის, რომ მას ამ ტიპის ეკლექტური, ურთიერთდაპირისპირებული კოალიცია კიდევ 4 წელი მართავდეს.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ყველა პარტიამ თვითონ უნდა მიიღოს მანდატი და კოალიციის შექმნის შემთხვევაში, ძალაუფლების იმ წილზე უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რასაც მიიღებს ხალხისგან.

”ამ პარტიებს საერთოდ დაავიწყდათ, რომ ძალაუფლების წყარო ბიძინა ივანიშვილის რესურსები კი არ არის, არამედ ხალხია. მათ დაკარგეს კომუნკაცია და პარაზიტირებენ ერთი ადამიანის მხრებზე. ეს არც იმ კაცისადმია მაინც და მაინც სამართლიანი და მათ უნდა შეახსენოს საზოგადოებამ, რომ წავიდნენ, ჯერ ხალხისგან მიიღონ ძალაუფლება და მერე გველაპარაკონ გონორით. ეს არ ეხება მხოლოდ ”რესპუბლიკურ პარტიას”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენპროკურატურაში განაცხადეს, რომ მზად არიან აშშ-ს ელჩი დაკითხონ
შემდეგი სტატია(video) არმაზ ახვლედიანი:ბიძინა ივანიშვილი კარგად ხედავს ვინ არის ნიანგი და ვის რა სულისკვეთება აქვს ხელისუფლებაში